პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

01 აპრილი 2019, 00:00 1273 ნახვა

15 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პირი, რომელიც, 27 მარტს, ქობულეთში, პოლიციელზე თავდასხმაშია ბრალდებული.

21 წლის კაცს გამოძიება ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბსა და სამართალდამცველებისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. ბრალდებული, 29 მარტს, საადვოკატო კომპანიის ოფისში აიყვანეს. დაკავების ეს ფორმა ადვოკატმა მიუღებლად მიიჩნია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატის პოზიცია გაიზიარა. 

​''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაზარალებული პოლიციელი, მოსამართლემ ერთ-ერთ დარღვევად სწორედ ეს დაასახელა. დაკავების დროს ბრალდებულს უფლებებიც არ განუმარტეს. პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. სამართალდამცველებმა, დაკავების დროს, ბრალდებულს არანაირი დოკუმენტი არ წარუდგინეს,'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაკავებულის ადვოკატმა პაატა ნაკაიძემ.

პოლიციის ინფორმაციით, ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის მოხდა, სადაც სამართალდამცავები დაშავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა პირმა მიაყენა. საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში