ნუმერაცია და სახელები ხელვაჩაურის სოფლების უსახელო ქუჩებს

29 მარტი 2019, 00:00 1207 ნახვა

ნუმერაცია და სახელები ხელვაჩაურის სოფლების უსახელო ქუჩებს. ხელვაჩაურის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივა დაამტკიცა.  საინტერესო იყო ახალშენის კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოების პროექტის განხილვა, რადგან სამუშაოების პირველ ორ ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. ახალი ინიციატივით პროექტზე შესაძლოა 700 ათასი ლარი დაიხარჯოს.

კულტურის სახლის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით სარემონტო სამუშაოების მესამე ეტაპის დამტკიცების შემთხვევაში ხარვეზები თავიდან იქნება აცილებული თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თქმით აუდიტის დასკვნის გარეშე პროექტი ვერ დამტკიცდება.
 

დღესვე ბათუმის მერიას ხელვაჩაურის საკრებულომ  სარგებლობაში სარფში არსებული 30 კვადრატული მიწის ნაკვეთი გადასცა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში