მტირალას ეროვნულ პარკში თოკების პარკი გაიხსნება

28 მარტი 2019, 00:00 2168 ნახვა

ახალი ტურისტული ატრაქცია "თოკების პარკი" გაიხსნა მტირალას ეროვნულ პარკში. თოკებისგან შექმნილი ექსტრემალური და ამავე დროს შემეცნებითი კომპონენტით დატვირთული ლაბირინთი ყველა ასაკის ვიზიტორზეა გათვლილი.  

იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბუნებაში წარმოდგენილი ეკო-ატრაქცია გარემოს დაცვის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, ასევე მიმზიდველი იქნება როგორც შიდა ტურიზმის მოყვარულებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

თოკების პარკი სრული დატვირთვით ტურისტულ სეზონზე ამოქმედდება, მანამდე კი პარკს პირველი ვიზიტორების სახით ადგილობრივი საჯარო სკოლიდან, ნორჩი რეინჯერები, ეწვივნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში