სოციალური მუშაკები გაფიცვას არ წყვეტენ

28 მარტი 2019, 00:00 1181 ნახვა

გაფიცვიდან დიალოგის რეჟიმში. სოცმუშაკებისა და ჯანდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა დღეს სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 4 დღიანი გაფიცვის შემდეგ სოცმუშაკებს დღეს დავით სერგეენკო პირველად შეხვდა.  

მინისტრის  მოლოდინი, რომ გაფიცულები  აქციებს  შეწყვეტდნენ - არ გამართლდა.  სოცმუშაკებმა საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციები გაგრძელდება, რადგანაც ამბობენ, რომ სამინისტროს მიერ  შეთავაზებული პუნქტების ნაწილი გაურკვეველია.

სოცმუშაკები ელოდებიან დოკუმენტს რომელშიც მათ მიერ მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულების შესახებ უწყების პოზიცია და კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი.

თუკი დოკუმენტის შინაარსი მათთვის მისაღები იქნება, სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას შეწყდება თუ გაგრძელება გაფიცვები.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში