ხვალ დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართება

28 მარტი 2019, 00:00 1430 ნახვა

გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ბათუმში კონცერტს გამართავს. მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ხვალ ბათუმელი მსმენელის წინაშე წარსდგება, პიანისტს პარტნიორობას გაუწევს მაესტრო მამუკა ალაფიშვილი, ასევე  სიმფონიური ორკესტრი.

კლასიკური მუსიკის საღამო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში  19:00  საათზე დაიწყება.  31 მარტს კი სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური საოპერო მუსიკის საღამოა დაგეგმილი.  

ამავე კატეგორიაში