უვიზოდ მიმოსვლა და საფრთხეები

24 მარტი 2019, 00:00 1439 ნახვა

ევროპის ქვეყნებში უკანონოდ დარჩენა, თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნა და მოგზაურობისას ვადების დარღვევა უქმნის რისკებს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.

სავარაუდოდ, მალე უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობი და ორგანიზატორი პირები სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან. საუბარია თავისუფლების აღკვეთაზე ვადით ორიდან ოთხ წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში კი სამიდან ექვს წლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ან ორგანიზება. კანონპროექტის შექმნის მიზეზად ერთ-ერთი ავტორი თამარ ხულორდავა, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ტალღის  მატებას ასახელებს. თამარ ხულორდავას ინფორმაციით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 72%-ითაა გაზრდილი თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა. ამასთან ერთად,  შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ერთ-ერთი წინაპირობა საზღვარზე უარის თქმაა. ეს მონაცემი კი 200%-თაა გაზრდილი.

ამავე კატეგორიაში