„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“  სპეციალური  განცხადება 

24 მარტი 2019, 00:00 2687 ნახვა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ლადო აფხაზავა ''Global Teacher Prize'' 2019-ის ხუთეულში არ მოხვედრილა, რადგან ''Global Teacher Prize''-ს მხოლოდ ფინალური ათეული აქვს.

"სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი ხუთეული საერთოდ არ გააჩნია. უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენ გვერდს,"- წერია განცხადებაში.

მსოფლიოს  საუკეთესო მასწავლებელს,  დღეს   18  საათზე გამოავლენენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის 21 თებერვალს დაასახელეს.

ამავე კატეგორიაში