პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

22 მარტი 2019, 00:00 1168 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ისევე როგორც სხვა დროს, დღესაც საპარლამენტო  უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები რადიკალურად განსხვავებული იყო.

რთერთი თემა, რაზეც დეპუტატებს ურთიერთბრალდებები ჰქონდათ - ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარებაა. უმცირესობა ამტკიცებს, რომ ამ მხრივ   მდგომარეობა რთულია, განმარტავენ, რომ უუნარობის გამო ხელისუფლება ვერ ებრძვის კრიმინალს. დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ მხრივ ვითარება  კატასტროფული სულაც არ არის, რის დამადასტურებლადაც კანონმდებლებს  სტატისტიკა გააცნო.

მმართველი გუნდის წევრებმა წინა ხელისუფლებას მათი მმართველობის დროინდელი სტატისტიკაც შეახსენა, რაც, მათი თქმით,  კრიმინალის კუთხით საქართველოში უმძიმეს ვითარებაზე მიუთითებდა. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი