ბათუმში პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს

22 მარტი 2019, 00:00 6207 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ახლოს სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს. ერთი შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. სამსახურში მისულ თანამშრომლებს ობიექტი გაქურდული დახვდათ.  აღმოაჩინეს, რომ სალაროში თანხა არ იყო. 

ობიექტში დასაქმებულებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მძარცველებმა დაახლოებით 600 ლარი წაიღეს. 

სათამაშოების მეორე მაღაზია კი გამთენიისას გაქურდეს. ობიექტი ამ დრომდე დაკეტილია. 

ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორივე ობიექტი ისე გაქურდეს, რომ კარი არ გაუტეხავთ, არც სიგნალიზაცია ჩართულა. 

სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

 

ავტორი - თეკლა მჭედლიძე 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში