გზააბნეული შველი ტყეში დააბრუნეს

21 მარტი 2019, 00:00 5353 ნახვა

გარემოსდამცველებმა მაჭახელას ეროვნულ პარკში დღეს შველი გაუშვეს. გზააბნეული შველი სოფელ ახალშენში ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა და აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.

შველს რქები ჰქონდა დაზიანებული. ცხოველი სპეციალისტებმა შეამოწმეს და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს. 

მაჭახელას ეროვნული პარკის ხელმძღვანელი გიორგი ქურიძე ამბობს, რომ წელს ეს პირველი შემთხვევაა. 

''შველი დაცულ ტერიტორიაზე აჭარის ზედამხედველობის სამსახურმა ამოიყვანა. სოფელ ახალშენში ერთ-ერთმა მკვიდრმა დააფიქსირა ცხოველი, რომელიც დიდი ალბათობით ძაღლების მიერ არის ტყიდან გამოდევნილი. დაურეკა შესაბამის სამსახურს. სათუთი რქები აქვს და სირბილის დროს ნაწილი დაუზიანდა, თუმცა მისთვის ეს საგანგაშო არ არის. წელს ტყეში შველის გაშვების ეს პირველი ფაქტია, თუმცა ყოველ წელიწადს ერთ-ორჯერ არის მსგავსი შემთხვევა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს გიორგი ქურიძემ

ამავე კატეგორიაში