საერთაშორისო მუსიკალური შეხვედრა ბათუმში

21 მარტი 2019, 00:00 1477 ნახვა

ბათუმში შემოდგომაზე საერთაშორისო მუსიკალური შეხვედრა გაიმართება. „გლობალ მიუზიქ“ 9-დან 19 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.  პროექტის ფარგლებში  5 კონტინენტის უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, რექტორები პროფესორები, დაახლოებით 100-მდე სტუმარი ჩამოვა ბათუმში.  

დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოპები, კონცერტების ჩატარება, ასევე უმაღლესი განათლების მენეჯერების შეხვედრა - ლიდერთა ფორუმი.

პროექტი ხორციელდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით. დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა დანიის კოპენჰაგენის სამეფო მუსიკალური აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის  წარმომადგენლებს შორის გაიმართა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში