სახალხო დამცველი: ექსპერტების დასკვნით, დეკანოზ მამალაძეს საჭირო სამედიცინო დახმარება არ უტარდება

20 მარტი 2019, 00:00 1061 ნახვა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ სასულიერო პირს არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე სჭირდება. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული დასკვნა გასცა ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა, რომლებმაც შეისწავლეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეცნენ მკურნალობის პროცედურებს.

როგორც ნონო ლომჯარია აცხადებს, სამედიცინო ექსპერტების აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. განცხადებას ეხმაურებიან დეკანოზის ძმა და ადვოკატი.   

ამავე კატეგორიაში