ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს

20 მარტი 2019, 00:00 5612 ნახვა

ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი სახლიდან გამოიყვანეს, ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ უშვებდნენ, დაკავების ფაქტს კი კამერით იღებდნენ.

შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალური სამმართველოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში