ოპოზიცია პრემიერთან კრიტიკული შეკითხვების დასმას გეგმავს

19 მარტი 2019, 00:00 1237 ნახვა

უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა სასესიო ფორმატში დაიწყო. სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე  გრძელდება. მმართველი გუნდის საკანონდებლო ინიციატივას იწუნებენ ,,ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ეკა ბესელია.  მათ ინდივიდუალურად აქვთ მომზადებული ბოლო ინსტანციის  სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შესარჩევად კრიტერიუმები.

ამბობენ, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივები ღია და გამჭვირვალე პროცედურების შესაბამისია. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტით კი როგორც ამბობენ სასამართლო  სისტემაში  ე.წ კლანური მმართველობა გაძლიერდება. პლენალურ სხდომაზე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტარიძაის გადაყენების საკითხზეც იმსჯელეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში