საერთაშორისო ტურნირზე ბათუმელი მოციგურავე ეკატერინე იაზადჯი პირველ ადგილზე გავიდა

18 მარტი 2019, 00:00 2028 ნახვა

ლუქსემბურგის ქალაქ კოკელშოიერში საერთაშორისო ტურნირი "Coupe du Printemps - გაზაფხულის თასი" გაიმართა. შეჯიბრი იუნიორებისსენიორებისნოვისებისა და შუალედური ნოვისების კატეგორიაში ჩატარდა.

საერთაშორისო ტურნირზე ბათუმელმა მოციგურავემ, ეკატერინე იაზადჯიმ, ოც მონაწილეს შორის 38.05 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და წარმოდგენილი თავისუფალი პროგრამით გამარჯვება მოიპოვა - ინფორმაციას ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი ავრცელებს.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავე ტურნირზე საქართველოს სახელით გამოდიოდა. 

ეკატერინე იაზადჯის მწვრთნელი სესილი ბერძენიშვილია.

ფოტო : ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი

ამავე კატეგორიაში