„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება

16 მარტი 2019, 00:00 1228 ნახვა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მსჯელობენ.დღის წესრიგშია ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ოპოზიციის კანონპროექტის მთავარი პრინციპი იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის კანდიდატის დასახელების უფლების ქონაა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი სამართლებრივად სუსტია და ის ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. 

რაც შეეხება თავად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი ორშაბათს, 18 მარტს იმსჯელებს.  დღესვე განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის საკანონმდებლო წინადადება. გათვალისწინებულია ეკა ბესელიას კანონპროექტზე მსჯელობაც. დეპუტატის განცხადებით კომიტეტის სხდომაზე საკუთარი კანონპროექტის გატანას არ აპირებს. მას პრეტენზია აქვს, რატომ დაინიშნა კანონპროექტის განხილვა არასამუშაო დღეს, ფორსირებულად. 

ამავე კატეგორიაში