ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს

14 მარტი 2019, 00:00 4835 ნახვა

გუშინ გვიან ღამით წერეთლის ქუჩაზე საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს. დამტვრეულია შესასვლელი კარი და დაზიანებულია მინები. ობიექტიდან წაღებულია თანხა. როგორც მეპატრონე ამბობს, წელს საკონდიტრო მაღაზია უკვე მესამედ გაქურდეს. იგი სამართალდამცველებს უხეშობაში ადანაშაულებს. ირწმუნება, რომ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უკვე შეატყობინა. 

საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონის ახლობელი ნაზი რეხვიაშვილი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ გამომძიებელი მათ უხეშად ესაუბრებოდა და ხმაურის გამო საჯარიმო ქვითრის გამოწერით ემუქრებოდა.

რაც შეეხება ქურდობის წინა ორ შემთხვევას, დაზარალებული ამბობს, რომ გამოძიების დეტალები და შედეგები მისთვის უცნობია. გამომძიებელმა გუშინ მხოლოდ ის უთხრა, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებდა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონის პრეტენზიის საფუძველზე, რომელიც გამომძიებლის მუშაობას ეხებოდა, დაიწყებს თუ არა გენერალური ინსპექცია მოკვლევას, მოგვიანებით გახდება ცნობილი

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში