ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი-ქობულეთის რესურსცენტრში საინფორმაციო კუთხე გაიხსნა

14 მარტი 2019, 00:00 1959 ნახვა

ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბულინგის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. შედგა მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრაც, რომელზეც ბულინგის თემაზე  შვედი მწერლის იუჰან პიტსედის წიგნის ქართული თარგმანი განიხილეს.

შეხვედრაზე ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე ბროშურები, ბუკლეტები და დამხმარე სახელმძღვანელოები წარადგინეს, რომლებშიც მოზარდებისთვის სხვადასხვა ტიპის  თამაში და სავარჯიშო ამოცანაა შესული.

შეხვედრის შემდეგ ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში მოეწყო ტრენინგი პედაგოგებისთვის,თემაზე თუ როგორ დაამყარონ სწორი ურთიერთობა. ტრენინგს ესტონელმა  ექსპერტებმა ჩაატარეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში