„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

12 მარტი 2019, 00:00 1273 ნახვა

გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პოლიტიკური პარტია სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ეხება. სარჩელი ანა აროშიძის სახელით დარეგისტრირდა, იგი ბრალდებული იყო ეკა ბესელიასთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში.  

ამავე საქმის გამო 16 პირს წაუყენეს ბრალი, იყვნენ დაკავებულებიც. საუბარია კადრების ტელეფონში შენახვაზე, ან გამოგზავნილი მასალის სხვისთვის გაგზავნაზე. მოსარჩელის მტკიცებით საჯარო სივრცეში უკვე გავრცელებული ინფორმაციის შენახვა ან მეგობრისთვის გადაგზავნა არ უნდა იყოს დასჯადი.

ამავე კატეგორიაში