ბათუმში მომდევნო სამი დღე უნალექოდ ჩაივლის

12 მარტი 2019, 00:00 1679 ნახვა

აჭარაში მომდევნო სამი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს. ხვალ და ზეგ ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. 

უახლოეს დღეებში მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დასავლეთში +18,+20 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთში +16,+18 გრადუსი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში