"დინამოების" დუელი დინამო არენაზე

10 მარტი 2019, 00:00 1296 ნახვა

ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი მე-12 წუთზე გიორგი გადრანმა თავური დარტყმით გაიტანა და ზღვისპირა ქალაქიდან მოედანზე მისული გულშემატკივარი გაახარა.

პირველი ტაიმის მსგავსად მეორეც დაძაბული გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი ბათუმის დინამოს მეკარე მიხეილ ალავიძე იყო, რომელმაც არაერთხელ იხსნა გუნდი დედაქალაქელების შეტევისგან. ბათუმის „დინამო“ შემდეგ თამაშს უკვე მასპინძლის რანგში გორის „დილასთან“ გამართავს.

ამავე კატეგორიაში