ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში   

09 მარტი 2019, 00:00 1183 ნახვა

ბათუმი ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მასპინძელია.ტურნირი 2 ასაკობრივ ჯგუფში  იმართება, 15 წლამდე  და 15 წელს  ზემოთ  ასაკის სპორტსმენებს შორის. 2 შეხვედრა  უკვე გაიმართა  15 წლამდელთა შორის, ბაკურიანმა ანგარიშით 2:1 დაამარცხა,,ქუთაისის“ გუნდი, ბათუმის ,,პანტერებმა“კი  2:0 თბილისის გუნდს ძლიეს.ტურნირი ბათუმის ყინულის მოედანზე კიდევ 2 დღე გაგრძელდება. 

ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის  ,,ბ“  დივიზიონის  შეხვედრისთვის  ემზადება, რომელიც აპრილში მექსიკაში  გაიმართება. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, სპორტის ამ სახეობით  დაინტერესება  ახალგაზრდებში დიდია, თუმცა ყინულის ჰოკეის მეტად განვითარებისათვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მისი თქმით, საქართველოში  ყინულის  ჰოკეის  სტანდარტული მოედანი მხოლოდ ბათუმშია, ქუთაისში არსებული მოედანი არასტანდარტულია, ბაკურიანში კი სეზონური.  

ამავე კატეგორიაში