გახმაურებულ წერილზე პრემიერი - პირველი აპრილი რომ იყოს დაგიდასტურებდით

08 მარტი 2019, 00:00 1342 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, თიბისი ბანკისა და გახმაურებული წერილების საქმეზე თქვა, რომ ამ საკითხის კომენტირება პირველ აპრილს უფრო გაუმარტივდებოდა

''დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს პირველი აპრილი გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება და რავიცი შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ არტარეასთან ერთად ითხოვდა, რომელიმე მუსიკალური არხისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას'' - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილის გაგზავნას ეხებოდა, სეროზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. 

''ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც დაადასტურა და მეც, როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეხება წერილს, რომელის შინაარსიც მედიის საშუალებით გავიგეთ, მე ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება'' - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

ამავე კატეგორიაში