შეხვედრა პედაგოგთა გლობალური ჯილდოს ფინალისტ მასწავლებელთან

06 მარტი 2019, 00:00 1638 ნახვა

„გამოცდილება და სკოლაში სწავლის მეთოდები“    - თემაზე  ლადო აფხაზავამ  ბათუმში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე  ისაუბრა. მასწავლებელმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, გაუზიარა  გამოცდილება და რეკომენდაციები.  

შეხვედრა  გამომცემლობა ‘’წიგნები ბათუმში’’ ინიციატივით ჩატარდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა, რომლის მიზანიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე მონდომებული მასწავლებლის პოვნაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში