უცნობია როდის განახლდება სასწავლო პროცესი გარემონტებულ სკოლაში

06 მარტი 2019, 00:00 1267 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ როდის გადავა სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში. სკოლას სრული რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მიერ 2018  წელს დაიწყო.  ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები2019 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

ქობულეთის რესურსცენტრში ამბობენ, რომ  სამუშაოები ვადებში დასრულდა, მაგრამ არის უმნიშვნელო ხარვეზები, რომელიც მალევე გამოსწორდება. ამისთვის ტენდერია გამოცხადებული.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ  კონტრაქტში გათვალისწინებულია მუხლი, რომლის მიხედვით ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი ხარვეზი აღმოიფრხვევა. სავარაუდოდ, ახალ გარემონტებულ სკოლაში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება. 

ამავე კატეგორიაში