ეს არის ფურცელზე, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერს შეუძლია - პროკურორი

05 მარტი 2019, 00:00 1600 ნახვა

საქმის პროკურორი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის წერილს, რომელიც მან სასამართლოს გადასცა, არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს. ის ფურცელზე, კომპიუტერში არის დაბეჭდილი. გიორგი ტყეშელაშვილის განცხადებით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა თქვა, რომ წერილი შუამავლის საშუალებით მიიღო, თუმცა მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

''ეს არის ფურცელზე, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. როდესაც ჩვენ შუამავლის დასახელება ვთხოვეთ, მას აქვს ამის ვალდებულება, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით არ დაასახელა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც აკრეფილია კომპიუტერზე ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია'' - ამბობს პროკურორი. 

ჟურნალისტების კითხვაზე რა ეწერა წერილში? გიორგი  ტყეშელაშვილმა თქვა, წერილი ამ ეტაპზე სასამართლოში იყო და ის პროკურატურისთვის არ გადაუციათ.

''ჩვენ ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს''. 

მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ წერილის ასლი სასამართლოს გადასცა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში