''წერილი თან მაქვს'' - მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მივიდა

05 მარტი 2019, 00:00 1769 ნახვა

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წერილი, რომელზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა თან აქვს. 

ხაზარაძე ამბობს, რომ წერილს პროცესზე წარადგენს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა  ასევე განაცხადა, რომ მედიასთან უფრო ვრცელ კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ პარლამენტში თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილი მიიღო.

მოგვიანებით თიბისი ბანკის დამფუძნებელს გიორგი გახარიამ უპასუხა. მინისტრი ამბობს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, იმუნიტეტის მოსაპოვებლად დაწყებულ ჭორაობას გავდა

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში