პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის ჩვენებიდან ამონარიდი გაავრცელა

04 მარტი 2019, 00:00 1359 ნახვა

საქართველოს პროკურატურა უარყოფს მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან შს მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან მუქარის შემცველი წერილის შესახებ პროკურორებს ამცნო. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ ხაზარაძეს თავის ჩვენებაში არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე. ხაზარაძე 2018 წლის 26 დეკემბერს გამოკითხეს.

პროკურატურა მიუთითებს, რომ გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას. პროკურატურა ჩვენების ოქმიდან ამონარიდს ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში