„კაცია-ადამიანი?!“ - ინტეგრირებული თეატრის  სპექტაკლის ბათუმური პრემიერა

03 მარტი 2019, 00:00 1497 ნახვა

ილია ჭავჭავაძის ‘’კაცია - ადამიანი?!’’  ნახა მაყურებელმა, სახელმწიფო ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე. სპექტაკლი ინტეგრირებული თეატრის“ აზდაკის ბაღის“ დასმა დადგა. იგი 16 სხვადახვა შეზღუდვის მქონე მოყვარული და 8 პროფესიონალი მსახიობითაა დაკომპლექტებული. დასმა სპექტაკლი პირველად 2017 წლის 26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ითამაშა.

პრემიერიდან დღემდე წარმოდგენა 50-ჯერ გაიმართა საქართველოში, ორჯერ იყო საერთაშორისო ფესტივალზეც. ნაწარმოებში ეპოქა და სიუჟეტის გეოგრაფიული მდებარეობა შენარჩუნებულია.წარმოდგენაში სცენების მიმოცვლა კომედიასა და დრამას შორის მაყურებელთა სრული ჩართულობით ხდება და მძაფრ ემოციებს იწვევს. სპექტაკლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით და მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით დაიდგა.

ამავე კატეგორიაში