საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს სპეცოპერაციისას საფრანგეთში

02 მარტი 2019, 00:00 1530 ნახვა

საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს სპეცოპერაციისას საფრანგეთში. გამოძიების ინფორმაციით, მათ ქურდულ სამყაროსთან აქვთ კავშირი და ჯგუფურად რამდენიმე ქურდობა ჩაიდინეს.  შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, ისინი  წინასწარ არჩევდნენ გასაქურდად ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი ამ  ობიექტიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დაკავებულები ქურდობის 17 საქმეში ფიგურირებენ.

ფრანგმა სამართალდამცველებმა  ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს:  უკანონოდ მოპოვებული ნივთები და  სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.

ამავე კატეგორიაში