ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სასამართლო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა

02 მარტი 2019, 00:00 1192 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სასამართლო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ, რის გამოც სხდომები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. როგორც უწყებაში აცხადებენ არაერთხელ დასვეს საკითხი ლიბიურ მხარესთან სასამართლო გამოძიების დროულად წარმართვის თაობაზე - მათ შორის ელჩის ლიბიაში ვიზიტების დროს, ასევე მაღალი დონის შეხვედრებზე.

ლიბიაში   ქართველი მეზღვაურები 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. მათ გამოძიება  არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას ედავება. ორი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. რომან კაკაბაძე და გენად კომახიძე კი დღემდე პატიმრობაში რჩებიან. შესაძლოა, ქართველი კაპიტნის ოჯახს სახლი გაუყიდონ. მეზღვაურის ოჯახის წევრების თქმით სახლი გენად კომახიძის სახელზე იპოთეკით იყო დატვირთული და პატიმრობაში მყოფმა დავალიანების გადახდა ვერ მოახერხა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში