საპატრიარქოს პრესმდივანმა მსჯავრდებული დეკანოზი ციხის საავადმყოფოში მოინახულა

28 თებერვალი 2019, 00:00 921 ნახვა

საპატრიარქოს პრესმდივანმა დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში ინახულა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გიორგი მამალაძესთან ზეთის ცხების მიზნით იყო შესული. მას მსჯავრდებულთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, რომელიც საპატრიარქოს განცხადებასაც შეეხო. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს დეკანოზის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მეორე მხარის ქცევაზეა დამოკიდებული, რადგან საპატრიარქო შანტაჟის მცდელობას არ აჰყვება.

განმარტავს, რომ ადამიანები, ვის ხელშიც დეკანოზის ოჯახი მძევლად აღმოჩნდა, ცდილობენ ისინი ეკლესიის წინააღმდეგ ხანგრძლივად გამოიყენონ.  ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილში, სადაც მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებაზე იყო საუბარი, საპატრიარქო გულისხმობდა მხოლოდ სულიერ ნაწილს და არა სამართლებრივ მხარეს. მისთვის ჯერჯერობით უცნობია,  მიმართავს თუ არა საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

ამავე კატეგორიაში