EMC დეკანოზის სასჯელის გადავადებას ითხოვს

28 თებერვალი 2019, 00:00 988 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებას ითხოვს.  იემს-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელის  განცხადებით, მსჯავრდებული რამდენიმე დღის წინ მოინახულეს. როგორც ამბობენ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა მხარე, არ აქვს დასმული დიაგნოზი და იგი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ასევე ამბობს, რომ მსჯავრდებულის ინფორმაციით, არ უწევენ  სათანადო სამედიცინო დახმარებას. ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინოს და  სასჯელის გადავადებისთვის კანონით განსაზღვრული მექანიზმი გამოიყენოს.  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ასევე აპირებს საჩივრით მიმართოს სასამართლოს.

თუმცა მანამდე თამთა მიქელაძის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზს ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი