ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

28 თებერვალი 2019, 00:00 1516 ნახვა

უკვე ტრადიციული დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე: თავმჯდომარესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს შორის. სიტყვიერი დაპირისპირების დროს სულიკო თებიძემ მირდატ ქამადაძეს უზრდელი უწოდა, სანაცვლოდ კი საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო შეფასება, რომ ის სუსტი ხელმძღვანელია. ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, ამბობენ, რომ ბიუჯეტში გაზრდილია სახელფასო ანაზღაურება და საშტატო ერთეული.

კამათი კიდევ რამდენიმე საკითხს მოჰყვა, მათ შორის სკოლამდელ დაწესებულებებში ხორც-პროდუქტების შეტანას, ოპოზიცია ითხოვს საკრებულოში მივიდეს ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე და პასუხი გასცეს მათ კითხვებს.

პრეტენზიები ჰქონდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებითაც. სულიკო თებიძემ საპასუხოდ მათ ახალი ფორმატი შეახსენა: წერილობით მიმართვა ან პასუხისმგებელი პირის ფრაქციის ფორმატში დაბარება, რის გამოც, მირდატ ქამადაძემ ბათუმის მერიას ჩაკეტილი სტრუქტურა უწოდა. დღეს შენიშვნები ჟურნალისტებმაც დაიმსახურეს  უმრავლესობის წევრისგან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი