ბათუმში უცხოენოვან წარწერებზე მონიტორინგი გამკაცრდა

27 თებერვალი 2019, 00:00 3122 ნახვა

გარე - ვაჭრობის დახლების შემდეგ, ბათუმის მერია უნებართვოდ და სტანდარტების დარღვევით დაკავებული ტროტუარების გათავისუფლებას იწყებს. გაფრთხილება მიიღეს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების ადმინისტრაციებმა.

საუბარია მაგიდებსა და სკამებზე. მერია აფრთხილებს სარეკლამო აბრების მფლობელებსაც, რომლებმაც კანონი უნდა დაიცვან და ობიექტების სარეკლამო დაფებზე წარწერები მხოლოდ უცხო ენაზე არ უნდა დაიტანონ. ვის ეხება პირველ რიგში გაფრთხილება, გავრცელდება თუ არა მიდგომა ბათუმის მთელ ტერიტორიაზე და ტროტუარების ათვისების რა ახალ წესზე მუშაობს მერია? 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში