მარადიდის მოსახლეობის მოთხოვნებს კომისია შეისწავლის

26 თებერვალი 2019, 00:00 1166 ნახვა

მარადიდის მოსახლეობის მიერ,  სპეციალური კომისიის შესაქმნელად ხელისუფლებისთვის მიცემული ორდღიანი ვადა ამოიწურა.  სოფლის მკვიდრები დღეს ხელვაჩაურის მერს შეხვდნენ. ჯუმბერ ვარდმანიძეს მათ, კომისიაში  მოსახლეობის ინტერესების დასაცავად რვა კაციანი სია წარუდგინეს. თვითმმართველობასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვება ადგილობრივი მთავრობაც.

კომისიამ მარადიდელების მოთხოვნები უნდა შეისწავლოს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა  კირნათი ჰესის მშენებელი კომპანიის „აჭარა ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლებმა მათ  კერძო საკუთრებაში არსებულ  ტერიტორიებში შესაბამისი ანაზღაურება გადაიხადონ, ასევე შეისწავლონ საფრთხეები, რომელიც შესაძლოა  შეექმნას ოჯახებს, რომლებიც დატბორილი ტერიტორიის მიმდებარედ ცხოვრობენ და განსახლებას არ ექვემდებარებიან.  

ამავე კატეგორიაში