შუახევში ავტომობილი კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა

26 თებერვალი 2019, 00:00 6199 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შუახევში. ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქანაში სამი მოქალაქე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,  მოქალაქეები ემოციური ფონის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში თუმცა, ისინი  სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში