პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა

26 თებერვალი 2019, 00:00 1421 ნახვა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ,  ჩაიშალა. გადაწყვეტილება ამის შესახებ რომან კაკულიამ მიიღო.  მანამდე სხდომის დახურვის საკითხის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციისთვის მიუღებელი იყო უმრავლესობისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტი, რომ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა, ბიზნესსექტორი, და „თიბისი ბანკი“ დააზარალოს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლემა კობა გვენეტაძის გადადგომა მოითხოვა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში