"ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება" – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება და გამოხმაურებები

25 თებერვალი 2019, 00:00 1439 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, იმ მოქალაქეებს რომლებიც, მისი თქმით ქალაქს უანგაროდ გულშემატკივრობენ, ღრმა პატივისცემას უდასტურებს. ამის ნიშნად და დასამტკიცებლად კი პირველ რიგში ბულვარში „სახაშეების“ აღებას გეგმავს. უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობდა თორნიკე რიჟვაძე, თუმცა ფაქტია რომ ბულვარში ბოლო პერიოდში არაერთი კაპიტალური ობიექტი გაჩნდა. მართალია ეს განცხადება არ ეხებოდა მოქალაქეების პროტესტის ბოლო საგანს, ანუ ისტორიული ზონის დამტკიცებას, ქალაქის ქაოტური მშენებლობებისგან დაცვას და ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას, თუმცა სანაპიროზე რესტორნები და სახინლკეებიც იყო მოქალაქების კრიტიკის ობიექტი.

საკითხი მერიის და ბულვარის ადმინისტრაციის კომპეტენციაა, სწორედ ამიტომ როგორც გაირკვა მერია იწყებს მიდგომების გამკაცრებას, გვითხრეს რომ რამდენიმე ობიექტი, მათ შორის მაგალითად „საზანდარი“ უშუალოდ მერიის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა სანაპიროზე. სანამ მერია ობიექტს დააჯარიმებს, სარესტორნო ქსელი აპირებს მერიის წინააღმდეგ დავის დაწყებას სასამართლოში. ბულვარის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ახალი მიდგომები ახალ კონცეფციაში გაიწერება და ეს არ უნდა აღიქვან ბიზნესზე ზეწოლად.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი