ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დღეიდან გააგრძელებს

25 თებერვალი 2019, 00:00 1388 ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დღეიდან გააგრძელებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  რადგან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა ამიტომ დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან.

შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. ბიძინა ივანიშვილმა მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან 22 თებერვალს გამართა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში