მომსახურების სააგენტოს  სერვისცენტრები  დღესაც  იმუშავებენ 

24 თებერვალი 2019, 00:00 1356 ნახვა

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დღეს დამატებით მუშაობს. C, D და E კატეგორიების მოწმობის შეცვლა 10-ის ნახევრიდან 18 საათამდეა შესაძლებელი. 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს, საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს.

ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.

ამავე კატეგორიაში