''ქართულმა ოცნებამ'' პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22 თებერვალი 2019, 00:00 1324 ნახვა

ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა, რამდენიმე თვიან პოლიტიკურ შიდა დაპირისპირების შემდეგ დღეს პარტია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდების გამო პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმაც გააკეთა. შესაბამისად  ქართულ ოცნებას პარლამენტში 112 დეპუტატი დარჩა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ქვორუმისთვის აუცილებელი რაოდენობა 113-ია.დაკავშირებით.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს თავად პარტიის რღვევას არ გამოიწვევს.დეპუტატები, რომლებიც გუნდში რჩებიან, აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება არ არის თვითმიზანი.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი