ყველაფერს აკეთებენ ეს მკვლელები, რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩეს - თორნიკე მამალაძე

22 თებერვალი 2019, 00:00 1302 ნახვა

ყველაფერს აკეთებენ ეს მკვლელები, რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩეს - ასე გამოეხმაურა თორნიკე მამალაძე ძმის N18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანას

''ჩემი ძმა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მითხრეს, რომ იქ არ ექნება შესაბამისი მკურნალობა, არც შესაბამისი აპარატურა აქვთ. მამაო ძალიან ცუდადაა, მარჯვენა ხელ-ფეხზე დამბლა აქვს. ყველა ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში ასეთ პაციენტს ვერ უმკურნალებენ. ყველაფერს აკეთებენ ეს მკვლელები რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩეს.'' - წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ფეისბუქ გვერდზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მამალაძე შესაბამის მკურნალობას ციხის საავადმყოფოში გააგრძელებს.

15 თებერვალს დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკაში ინსულტის წინასწარი დიაგნოზით გადაიყვანეს. სამდღიანი გამოკვლევების შემდეგ ნევროლოგების კონსილიუმმა დაასკვნა, რომ თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არაა. გარდა ამისა, 20 თებერვალს კიდევ ერთი კონსილიუმის შედეგად დადგინდა, რომ დეკანოზს დისოციაციური მოტორული აშლილობის დიაგნოზი დაესვა.

ამავე კატეგორიაში