'' ქართულმა ოცნებამ'' პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22 თებერვალი 2019, 00:00 1941 ნახვა

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის გასვლის გამო, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 

ნაცვლიშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.

უმრავლესობა დღეს  ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვა

ამჯერად "ქართულ ოცნებას" 112 დეპუტატი დარჩა უმრავლესობაში; კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამავე კატეგორიაში