მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკი დატოვა, თუმცა მასთან ერთად ბადრი ჯაფარიძე ბანკის მფლობელ ''თიბისი ბანკის ჯგუფის'' დირექტორთა საბჭოში რჩება

21 თებერვალი 2019, 00:00 1432 ნახვა

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკი დატოვა, თუმცა მასთან ერთად ბადრი ჯაფარიძე ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოში რჩება. ასევე საფინანსო ორგანიზაცია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას წყვეტს და მზადაა გადაიხადოს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმა – მილიონ ლარის ოდენობით.

წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ დღეს გამოაქვეყნა, საუბრობს ფინანსურ ზარალზე, რომელიც აქციონერებს, ქვეყანასა და თი-ბი-სი ბანკის იმიჯს მიადგა. ასევე წერს მის დისკრედიტაციის  მცდელობაზეც.

მამუკა ხაზარაძე აპირებს სამშაბათს მივიდეს პარლამეტში და დეპუტატებსა და საზოგადოებას საქმის დეტალები გააცნოს. ეროვნული ბანკი დამფუძნებლების გადაწყვეტილებას მიესალმება. მამუკა ხაზარაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ წრეებშიც აფასებენ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში