მასწავლებელი ჩიბათიდან მსოფლიო საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია

21 თებერვალი 2019, 00:00 5022 ნახვა

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ქართველი ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 

ვებგვერდზე განთავსებულია სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებლის ლადო აფხაზავს ბიოგრაფია და მოკლე ვიდეორგოლი, სადაც ის საკუთარი მიზნების შესახებ ყვება.

„მე მიყვარს ჩემი საქმე –  ეს შესაძლებლობაა მოვახდინო გავლენა და შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ სწავლა კომფორტული, სახალისო და დასამახსოვრებელი იყოს მოსწავლეებისათვი“, – აცხადებს ლადო აფხაზავა პედაგოგი.

ლადო აფხაზავა და მასთან ერთად კიდევ 9 პედაგოგი, 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

„გლობალ თიჩერ 2019“ – ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და ჯილდოს სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი