საქართველოს პარლამენტი ხვალ სასესიო ფორმატში იმსჯელებს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე

19 თებერვალი 2019, 00:00 1286 ნახვა

საქართველოს პარლამენტი ხვალ სასესიო ფორმატში იმსჯელებს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე. საქმე ეხება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერებას. იურიდიულ კომიტეტზე საკითხი ჩავარდა, ანუ ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, ასე რომ უკვე გაჩნდა წინასწარი ვარაუდი, რომ დოკუმენტი სესიაზეც იგივე ბედს გაიზიარებს.

საკითხის ინიციატორები აცხადებენ, რომ სწორედ ეს კანონპროექტი იქნება შესაძლო „პოლიტიკური განშორების“ მიზეზი - ეს დეპუტატები პარტიის დატოვებას არც აქამდე გამორიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილებას დაელოდებოდნენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში