ქობულეთში ცხაურების ქურდობისთვის სამი მოქალაქე დააკავეს

19 თებერვალი 2019, 00:00 1297 ნახვა

ქობულეთში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.  სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.   დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს.  

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში