მძღოლი რომელიც მეორე მანქანას შეეჯახა 250 ლარით დაჯარიმდა

18 თებერვალი 2019, 00:00 4207 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და ავტომობილის მძღოლმა რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია 250 ლარით დაჯარიმდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის  ხელმძღვანელის ინფორმაციით, ავარიის შედეგად  მსუბუქი დაჟეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება ორ პირს. დაშავებულებს ადგილზე გაეწიათ დახმარება და მათი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.

ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში