ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

18 თებერვალი 2019, 00:00 4518 ნახვა

რა ლოკაციას გაივლის გონიო-კვარიათი-სარფის ახალი გზა ჯერ უცნობია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და დეტალები ცნობილი სავარაუდოდ ზაფხულში გახდება.

რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, მისი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტის დასრულებისთვის თავდაპირველად დაგეგმილი ვადა  ერთი წლით გახანგრძლივდა. ამის მიზეზად კი მინისტრი მოსახლეობის  განსახლების საკითხებს ასახელებს. ბათუმის შემოვლითი გზა 14 კილომეტრშია, რომელიც  მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურს და ხელვაჩაურს გაივლის.

ამავე კატეგორიაში